ამერიკის რამდენიმე ქალაქში ორლანდოს გეი კლუბში დაღუპულებს პატივს მიაგებენ. ორლანდოს ცენტში მდებარე გეი კლუბში ცეცხლი 29 წლის ამერიკაში დაბადებულმა, ავღანური წარმოშობის ომარ სადიქვი მატინმა გახსნა. 50 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა, მათი ნაწილი მძიმედ.
დაღუპულებს პატივი მიაგეს ორლანდოში, ბოსტონში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ვაშინგტონში.
დაღუპულებისადმი პატივის მისაგებად გუშინ ჩააქრეს Empire State Building-ის შენობა, პრეზიდენტ ობამას ბრძანებით კი დაუშვეს ამერიკის დროშები.
წარსულში მატინი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სამჯერ გამოიძია, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მისი სავარაუდო კავშირების გამო, თუმცა გამომძიებლებმა ამ კავშირების დამტკიცება ვერ შეძლეს.