ვაშინგტონისა და ორეგონის შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონის შტატატში, დამატებით სამ ადამიანს, ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. ორივე შტატში, ფერმის ინფიცირებულ ფრინველთან კონტაქტის შედეგად, ადამიანის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოვლენილი იყო.
მიმდინარე წელს, შეერთებულ შტატებში ფრინველის გრიპი 39 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, 9 შემთხვევა ვაშინგტონის შტატში გამოვლინდა. ფედერალური მონაცემების მიხედვით, ვირუსმა ფრინველების ფერმა დააინფიცირა, რაც 400-ზე მეტ ფერმაზე გავრცელდა. ადამიანთა ინფიცირების ყველა შემთხვევა, ფერმებზე გამოვლინდა იმ ადამიანებში, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ფრინველთან, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც მისურის შტატში აღმოაჩინეს.
ოფიციალურმა პირებმა შეამოწმეს ფერმებში დასაქმებულები, რომლებსაც სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის, თვალების სიწითლე და რესპირატორული პრობლემები. სიმპტომების მქონე ადამიანებს იზოლირება და ანტივირუსული მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს.
2022 წლიდან, ვირუსმა 100 მილიონზე მეტი ფრინველი გაანადგურა. ეს ფრინველის გრიპით გამოწვეული ყველაზე დიდი ზარალია, ქვეყნის ისტორიაში. ამასთან, ოთხშაბათს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ორეგონის ერთ-ერთ შტატში, ფრინველის ვირუსი, H5N1 პირველად დაუდასტურდა ღორსაც.