„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე და დაეკავებინა მისი ლიდერი“ - საქართველოს მეგობრები, საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ.
ღია წერილით, რომელსაც 23 ხელმომწერი ჰყავს სხვადასხვა საერთაშორიო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს არსებული კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსავალი. საქართველოს მეგობრები, კონსტრუქციულ გზაზე გადასადგმელ პირველ ნაბიჯად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას მიიჩნევენ.
„მისი გაუთავისუფლებლობა შეუძლებელს გახდის გასული წლის არჩევნებით გამოწვეული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლას, რამაც ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვია. ერთპარტიული პარლამენტი ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი არ არის. ეს მოვლენები აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, გლობალური პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას. ასევე, აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. ამ მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი ისინი, ვინ საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილია“ - ნათქვამია ღია წერილში.
ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას, მიაღწიოს კომპრომისს.
წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ისინი წლების განმავლობაში აფასებდნენ საქართელოს ბრძოლას, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის და მხარს უჭერდნენ საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ისინი აცხადებენ, რომ არ მოერიდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, როცა ამის აუცილებლობა არსებობს.
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის მშენებლობის პროცესი არ შეიძლება გულისხმობდეს პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებას.
ისინი აცხადებენ, რომ ოპოზციას აქვს უფლება, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოხატოს. ამასთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის, ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას კარგ სამსახურს გაუწევს.
საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ წინა წლების მსგავსად, საქართველო გაუძლებს დემოკრატიის ტესტს და ამჯერადაც, ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
„ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას, მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვიოს, ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს“ - ნათქვამია წრილში.
ასევე ნახეთ: კელი დეგნანი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდაწერილის ხელმომწერები შიშობენ, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული დესტრუქციული შედეგების პირობებში, საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივის - მისდამი კეთილგანწყობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი უკან დაბრუნება რთული იქნება.
„მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა. გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივიცემისადმი“ - აცხადებენ წერილის ხელმომწერები და გამოთქვამენ მზადყოფნას, სიტუაციის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ღია წერილის ხელმომწერები:
- იან ბონდი - "ევროპული რეფორმების ცენტრი"
- მეთიუ ბრაიზა - ევრიპის და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე
- კერი კავანოაუ - კენტუკის უნივერსიტეტი
- ლუკ კოფი - "მემკვიდრეობის ფონდი"
- სვანტე კორნელი - "ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო"
- უილიამ კორტნი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
- ლარი დაიმონდი - სტენფორდის უნივერსიტეტი
- პერ ეკლუნდი - ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოშ
- ფრენსის ფუკუიამა - სტენფორდის უნივერსიტეტი
- ალექსანდრა ჰოლ ჰოლი - გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
- ბენ ჰოჯესი - გენერალ-ლეიტენანტი
- გლენ ჰოვარდი - ჯეიმსთაუნის ფონდი
- ტომას ჰენრიკ ილვესი - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტ
- ჯონათან კაცი - "ამერიკის გერმანიის მარშალის ფონდი"
- იან კელი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
- დევიდ კრამერი - სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებშ
- მაიკლ მაკფოლი - სტენფორდის უნივერსიტეტი
- თომას მელია - USAID-ის ყოფილი ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში
- რიჩარდ მაილსი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
- ლორა თორნტონი - დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორ
- რენდი შონემანი - ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
- კურტ ვოლკერი - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში
- კენეტ იალოვიცი - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში