ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ნავთობის წარმოებას გაყინავენ

მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა ნავთობის მწარმოებელმა სახელმწიფომ შეთანხმებას მიაღწია და შესაბამისი პაქტი გააფორმა. ოპეკის ქვეყნები - რუსეთი, საუდის არაბეთი, ვენესუელა და ყატარი - შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოებას გაყინავენ და მომავალში იანვრის თვეში ნაწარმოებ დონეს შეინარჩუნებენ.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. გადაწყვეტილება ნავთობზე ფასების დარეგულირების მიზნით იქნა მიღწეული, რომელიც ბოლო 19 თვის მანძილზე ეცემა. ოპეკის ქვეყნების გადაწყვეტილების მოლოდინში დღეს ბარელ ბენზინზე ფასმა 35 დოლარამდე მოიმატა, მაგრამ შემდეგ ისევ 34-ზე დაეცა. ექსპერტები მოელიან, რომ მდგომარეობის გამოსწორებამდე საწვავის ფასი ბარელზე სულ ცოტა, 20 დოლარამდე დავარდება.