შეერთებულ შტატებში დისტანციური განათლება სულ უფრო პოპულარული ხდება
ტექნოლოგიური ბუმის მიუხედავად, შეერთებულ შტატებში ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი კვლავ ტრადიციული სწავლების პროცესს მიმართავს. დიდი საკლასო ოთახები თავისი ლაბორატორიებითა და სტუდენტურ საცხოვრებლებით კვლავ აქტუალურია.
თუმცა, ბოლო დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, მკვლევარებმა და ინტერნეტის ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სულ მალე უნივერსიტეტებში დისტანციური სასწავლო პროცესი მასშტაბური გახდება.
კვლევა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე ელონის უნივერსიტეტისა და პიუს ცენტრის ინტერნეტის კვლევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ადასტურებს რომ გამოკითხულთა 60 პროცენტი უპირატესობას სატელეფონო კონფერენციებსა და დისტანციურ სწავლებას ანიჭებს. ამ ყველაფრის გამოყენება კი 2020 წლისათვის უკვე ფართოდ იქნება შესაძლებელი.
პიუს ცენტრის ინტერნეტის კვლევის პროექტის დირექტორის, ლიი რეიენის თქმით, დისტანციური სწავლების დროს ერთადერთი რამაც შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობის დეფიციტი იქნება.
კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას, ასევე, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ტრადიციული სასწავლო აუდიტორიები თანდათან ფინანსურ ღირებულებასაც დაკარგავს:
„ამგვარი ვითარება მხოლოდ მოზღვავებულ ტექნოლოგიებს არ უნდა დავაბრალოთ, ეს ერთგვარად რთულმა ეკონომიკურმა პირობებმაც გამოიწვია,“ - აღნიშნავს ნიუ-ორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი რებეკა ბერნსტეინი.
დელავერის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მაკნატი ამბობს, რომ „დისტანციური სწავლება ფინანსურად ხელმოკლე ოჯახებსაც დაეხმარება განათლების მიღებაში.“
ექსპერტების გარკვეული ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ დისტანციური განათლება ვირტუალურ საკლასო ოთახებსა და სპეციალური ტრენინგების შემოღებასაც ითვალისწინებს. ყოველივე ეს გვაფიქრებს, თუკი სტუდენტები განათლების მიღებას საერთო საცხოვრებელში ცხოვრების გარეშე შეძლებენ, მაშინ რა იქნება კოლეჯებისა და უნივერსიტეტების შემოსვალის წყარო?