კუპიანსკზე საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის დაბომბვის შედეგად, უკრაინის ქალაქ კუპიანსკში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა და სულ მცირე, ერთი დაიჭრა.

ხარკივის რეგიონში ეს ქალაქი რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავა, თუმცა კიევის ძალებმა ის გასულ სექტემბერში დაიბრუნა. ამის შემდეგ, ის გამუდმებული საჰაერო თავდასხმების სამიზნეა. რუსეთი უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით კვლავ უტევს.

რეგიონის ხელისუფლებამ მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა, ვივთარება კვლავ რთულია.

რეგიოონის გუბერნატორი, ოლეჰ ჰინეჰუბოვი ამბობს, რომ სამშაბათს მოკლული მამაკაცი ხორცის გადამამამუშავებელ საწარმოში დარაჯად მუშაობდა. რუსულმა ძალებმა, სწორედ ეს საწარმო დაბომბა. გენერალური პროკურორის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ თავდასხმისას კიდევ ერთი მოქალაქე, 67 წლის მამაკაცი დაშავდა. ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არა აქვთ.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის კონტრიერიშის ტემპი, მიზანი და შედეგები

კუპიანსკში სრულმასშტაბიან ომამდე 27 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა და ის ერთგვარი სარკინიგზო კვანძის როლს ასრულებდა. ქალაქი ხარკივიდან 100 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მასზე კონტროლის შენარჩუნება უკრაინისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია.

უკრაინის შეეიარაღებული ძალები კონტრიერიშს აგრძელებს და საოკუპაციო ძალებს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთით და სამხრეთით უტევს.

რუსულ ჯარს თავდაცვის რამდენიმე ხაზი აქვს მოწყობილი, მათ შორის დანაღმული ველების ვრცელი ტერიტორიების მიღმა. უკრაინის ჯარი ამ ხაზების გარღვევას ნელი პროგრესით ახერხებს და აზოვის ზღვის მიმართულებით საოკუპაციო ძალების კავშირის გაწყვეტას ცდილობს.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ ჯარმა უკვე გაარღვია რუსული თავდაცვვის "ყველაზე რთული ხაზები". ამასთან, ბრძოლის ველზე, გარკვეული "წარმატების" შესახებ იტყობინებიან სოფელ ვეროვის მიმართულებითაც, თუმცა დეტალები უცნობია.

რაც შეეხება რუსეთის მოკავშირე მინსკს, უკრაინის განცხადებით, ბელარუსის საზღვარზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა პროვოკაციები და საბოტაჟი მაინც მოსალოდნელია.