ოლიმპიადა და უსაფრთხოება

ექსპერტების თქმით, წლევანდელი ოლიმპიადის უსაფრთხოება მომავალი შეჯიბრებებისთვის საუკეთესო ნიმუში იქნება

Your browser doesn’t support HTML5

2012 ოლიმპიადა

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დიდი ხნით ადრე დაიწყო. შვიდწლიანი მზადების პროცესში ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. ხვალ ოლიმპიადა ოფიციალურად დაიხურება და იმედია ამ დასკვნით ცერემონიალსაც არანაირი ექსესები არ მოჰყვება.

ორი კვირის განმავლობაში ლონდონის ოლიმპიურ პარკს ათასობით ადამიანი ესტუმრა. იყო ადგილები,სადაც მნახველების სიმრავლის გამო გადაადგილებაც კი ჭირდა. მსგავსი სიტუაცია არაჩვეულებრივი სამიზნე იყო ტერორისტებისთვის, თუმცა საბედნიეროდ მსგავს ინციდენტს დღემდე ადგილი არ ქონია.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უდიდესი შრომა გაწია იმისთვის, რომ ლონდონში ძლიერი უსაფრთხოების სისტემა შეექმნა . ოლიმპიური პარკის სპორტულ მოედნებზე დამონტაჟდა აეროპორტების უსაფრთხოების ეკრანის მსგავსი დანადგარები, მობილიზებული იქნა დიდი რაოდენობით პოლიცილები და ბრიტანეთის სამხედრო ძალები ნებისმიერი ტერორისტული აქტისთვის მზადყოფნაში იყვნენ.

როგორც ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ რისკები გამორიცხულიყო, თუმცა ამ პროცესებს არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია ოლიმპიადის სტუმრებისთვის.

ოლიმპიდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უსაფრთხოების ორგანიზაცია G4S-მა არასაკმარისი რესურსის გამო დახმარება მოითხოვა, ამიტომ ბრიტანეთის მთავრობამ საქმეში ბრიტანეთის სამხედრო ძალები ჩართო. ათასობით ჯარისკაცი მივლენილი იქნა ლონდონის ოლიმპურ პარკში, რათა ორგანიზაციის თანამშრომელებს უსაფრთხოების პროცედურების ჩატარებასა და დაცვის საკითხში მიხმარებოდნენ. საორგანიზაციო კომიტეტის უფროსმა ოლიმპიურ პარკში დაბანაკებული ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულა:

„ისინი განსაკუთრებული მზადყოფნით გამოირჩევიან. ნამდვილი პროფესიონალები არიან, ღირსებითა და იუმორით აღსავსე. ოლიმპიურ ოჯახს მათი სახით საიმედო წევრები შეემატა.“

ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, უსაფრთხოების კონსულტანტმა დევიდ რუბენსმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები ამ დიდი პასუხიმსგებლობისთვის სათანადოდ მზად არ იყვნენ. თუმცა დღეს იგი ამბობს, რომ წლევანდელი ოლიმპიადის უსაფრთხოება მომავალი შეჯიბრებებისთვის საუკეთესო ნიმუში იქნება:

„მართალია მათ გაუმართლათ კიდეც, მაგრამ, სწორი და ზუსტი სტრატეგიის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ასე რომ ჯიოთხმა ამ გამოცდას თავი წარმატებით გაართვა.“

საუკეთესო უსაფრთხოების სისტემის შექმნის შედეგად, ლონდონის ოლიმპიადაზე მაყურებლები მხოლოდ რამდენიმე უმტკივნეულო ინციდენტის მომსწრე გახდნენ. 2012 წლის ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება. ამ ორი დღის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2012 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა საკუთარი საქმე წარმატებით შეასრულეს.