ვინ უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს?

ოლიმპიურმა სართაშორისო კომიტეტმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გასამართავად ფინალში სამი ქალაქი დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა, მარ ადამსმა, განაცხადა: „წარმოდგენილი დოკუმენტაციის საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, აღმასრულებელმა საბჭომ შესარჩევ ფინალში მხოლოდ სამი ქალაქი - სტამბოლი, ტოკიო და მადრიდი დატოვა, რომლიდანაც ერთ-ერთში გაიმართება 2020 წლის ზაფხულის ოლიპმიური თამაშები.

საბოლოოდ შერჩეული ქალაქი კი ცნობილი 2013 წლის სექტემბერში გახდება.