გამარჯვება ფელპსმა ბატერფლაის სტილით 100 მეტრის დისტანციაში მოიპოვა
მოცურავე მაიკლ ფელპსი ოლიმპიადის ისტორიაში უდიდეს სპორტსმენადაა მიჩნეული. მან საკუთარი კარიერა შაბათს კიდევ ერთი ოქროს მედლით დაამთავრა.
ფელპსმა შეერთებული შტატების მოცურავეთა გუნდს გამარჯვება ბატერფლაის სტილით 100 მეტრის დისტანციაში მოუტანა. ამით დასრულდა ამერიკელი ოლიმპიელი სპორტსმენის 10 წლიანი კარიერა, რომელმაც მას ჯამში 22 ოქროს მედალი მოუტანა.