უსაინ ბოლტის წარმატება
იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი ოლიმპიადაზე ბრუნდება და ის ამჯერად 200 მეტრიან გარბენში იასპარეზებს. მან კვირას 100 მეტრიანი გარბენი მოიგო და არაოფიციალური ტიტული „მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის“ სახელი მოიპოვა. მისი მეტოქე მისივე თანაგუნდელი იოჰან ბლეიკი იქნება. კვირას ამ უკნასკნელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორას მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობა ხუთშაბათს ღამე გაიმართება. დღევანდელი დღე უიღბლო გამოდგა ჩინელი ლიუ შანგისთვის. ის 2004 წლის ოქროს მედალოსანია. 110 მეტრიან წრიულ ბარიერების დაძლევაში, მან ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ასპარეზობას გამოეთიშა.