მექსიკის ყურეში დაზიანებული ჭაბურღილიდან გამონადენმა ნავთობმა ლუიზიანის შტატის ნაპირებს მიაღწია და საფრთხე შეუქმნა ამ რეგიონის ეკოსისტემას.
შტატის გუბერნატორის ბობი ჯინდალის განცხადებით მოხდა ის რისაც ყველაზე უფრო ეშინოდა.
ბრიტიშ პეტროლიუმის კუთვნილ ჭაბურღილზე ავარია 20 აპრილს მოხდა, მას შემდეგ ეს კომპანია უშედეგოდ ცდილობს ნავთობის დინების შეწყვეტას, რომელიც დღეში 800 000 ლიტრს აღწევს.
ამჟამად ნავთობმა ოკეანის სრაფ დინებას მიაღწია, რომელმაც ის შესაძლოა კუბის და ფლორიდის ნაპირებამდე მიიტანოს.