საკერავი მანქანების ყრუ, მაგრამ გაბმული ხმაურის ფონზე, ყოველ კვირას რამდენიმე ქალი თავს იყრის ილინოისის შტატის ქალაქ ფულტონში, რათა ისაუბრონ და ქსოვით დაკავდნენ. იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა პოზიციები აქვთ პოლიტიკაში, ისინი თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს.
ქსოვის დროს, შესვენებაზე გამოსულმა ლინდა ებერსოლმა, რომელიც უაითსაიდის ოლქის ქალაქ როკ-ფოლსიდან არის გვითხრა, რომ ის ეცადა საპრეზიდენტოო არჩევნების დროს კანდიდატებისთვის ობიექტური კუთხით შეეხედა, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა მისი სიმპათია ვერ დაიმსახურა.
„ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ცუდსა და უფრო ცუდს შორის მოგვიწია არჩევნის გაკეთება“ - თქვა მან.
ებერსოლმა განაცხადა, რომ ტრამპი არაპროგროზინებადი კანდიდატი იყო და მისი გამონათქვამების გამო გაუჭირდა მისდამი ნდობის გამოვლინება, მაგრამ მეორე კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ბევრ შემთხვევაში სიცრუით და ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობითაც კი გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი ტრამპის ამომრჩევლის მიმართ გამოხატულ პოზიციას თუ გავითვალისწინებთ.
ბოლოს, კი პენსიაზე გასულმა ექთანმა ტრამპს მისცა ხმა იმიტომ, რომ ცვლილებების მოხდენის სურვილში ის უფრო გულწრფელი ჩანდა. ახლა კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიმართულება შეიძლება დაბრკოლებულ იქნას ნაციონალური მედიის მიერ.
„თუკი სადმე რაიმე ისეთი მოხდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ან არასწორად თქვა, ან არასწორი პოზიცია დაიჭირა, მედია ამ ყველაფერს აუცილებლად გადაჭარბებით გააშუქებს.“
მან ასევე თქვა, რომ ტრამპისადმი მედიის ასეთი უსამართლო დამოკიდებულების გამო , ის პრეზიდენტის უფრო დიდ მხარდამჭერად იქცა.
„თუკი ეს ადამიანი ერთ დღეს სამ პოზიტიურ და ერთ ნეგატიურ საქმეს გააკეთებს, მედია მხოლოდ ნეგატიურს გააშუქებს“ განაცხადა ებერსოლმა. „მე ვფიქრობ, რომ მედია მიკერძოებულია ტრამპის წინააღმდეგ.“
მან თქვა, რომ ის ყოველთვის უყურებდა მთავარ მედია საშუალებებს და ასევე კითხულობდა ადგილობრივ გაზეთებს, მაგრამ არჩევნების შემდგომ ის უფრო კონსერვატიული ტელევიზიის FOX News-ის ყურებითაა დაკავებული, რომელიც უფრო მეტად დაბალანსებული ტელევიზიაა, ვიდრე დანარჩენი სხვა ტელევიზიები. ტრამპი უფრო პრო-ადმინისტრაციული მედია საშუალებების გულშემატკივარია და სხვა კრიტიკული ტელევიზიების „ყალბ საინფორმაციო საშუალებებს“ უწოდებს.
ებერსოლი შეწუხებულია იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც ცოტა დროს უთმობენ საინფორმაციო საშუალებებს. ახალგაზრდებში უფრო პოპულარული გასართობი გადაცემებია, რომლებიც მისი აზრით, კონსერვატიულ ღირებულებებს უმეტესწილად აბუჩად იგდებს და ძალიან იშვიათად იკავებს ასეთივე პოზიციებს ლიბერალური ღირებულებების მიმართ.
მიუხედავად იმიგრანტების მცირე რაოდენობისა, იმიგრაცია მთავარი საკითხია უაითსაიდის ოლქში. მან თქვა, რომ იმიგრანტები, რომლებიც ლეგალურად ჩამოდიან და ასიმილაციასთან პრობლემა არა აქვთ "მათ გაშლილი ხელებითაც კი უნდა დახვდნენ, ისევე როგორც საზღვარგარეთ დაბადებულ პროფესიონალებს, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ." მაგრამ მან ასევე თქვა, რომ მას ჰქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა თავად შეესწრო დაპირისპირებას მუსლიმებთან.
მან გაიხსენა შემთხვევა, როცა ასაკოვანი ქალი, რომელიც, სახის გარდა მთლიანად იყო დაფარული ტანსაცმლით, მაღაზიაში ურიგოდ ცდილობდა წინ წასვლას. მან ხმა აიმაღლა ამის წინააღმდეგ, მაგრამ იქვე მდგომ ახალგაზრდებს მხრების აჩეჩვის გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
„ის როგორც ჩანს, თავის ოჯახში მატრიარქი იყო და არც კი უფიქრია, რომ აქ რიგში დგომა მასაც ეხებოდა“ -თქვა ებერსოლმა-„ისინი აქ ჩამოდიან და მაქსიმალურად უნდა მოერგონ აქაურობას, მათ აუცილებლად უნდა გაიარონ ასიმილაცია იმ ქვეყანაში, სადაც ჩადიან.“
"ამერიკის შეერტებულმა შტატებმა არ უნდა დაიტოვოს ისეთი ადამიანები, რომლებიც უგულვებელყოფენ საიმიგრაციო კანონებს არალეგალური ვიზიტით და საზღვარზე უკანონო გადმოსვლებით. „მათ ეს ყველაფერი ლეგალურად უნდა გააკეთონ“ - თქვა მან.
ებერსოლმა თქვა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას რომელიც დროებით შეზღუდვას გულისხმობს ექვსი მუსლიმური ქვეყნის მიმართ, რადგან ისინი ტერორიზმთან სიახლოვეში არიან შემჩნეულები. მან დასძინა, რომ ლტოლვილების რიცხვი, რომლებსაც ქვეყანა მიიღებს, უნდა იყოს ნორმის ფარგლებში.
„ჩვენ ვერ მივიღებთ ყველას მთელი მსოფლიოდან“ - თქვა მან.
ებერსოლმა თქვა, რომ ეს ის პოზიციაა რომელიც ილინოისის შტატის სასოფლო-სამეურნეო მოსახლეობის უმეტესობას აერთიანებს.
ჰილარი კლინტონი დაიბადა და გაიზარდა ილინოისში, ისევე როგორც თანამედროვე კონსერვატრიზმის გმირი, პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც უაიტსაიდის ოლქის ქალაქ ტამპიკოში დაიბადა და აღმოსავლეთით ილინოისის ქალაქ დიქსონში გაიზარდა. რეიგანის ბევრი ნათესავი ფულტონშია დაკრძალული.
მიუხედავად ბოლო არჩევნებში დაფიქსირებული პოლარიზებისა, ებერსოლს სჯერა, რომ ამ ორ, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ კანდიდატს მაინც საერთო ხედვა და მრწამსი აერთიანებს.