მოძრაობა დაიკავე "უოლ სტრიტი"-ს მოთხოვნები გაურკვეველია

მოძრაობა დაიკავე "უოლ სტრიტი"-ს მოთხოვნები გაურკვეველია

მათი მოთხოვნები ბუნდოვანია, უკმაყოფილების მიზეზი კი ბევრი. ნიუ იორკში მდებარე ზუკოტის პარკში შეკრებილ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებს: მათ სტატუს ქვო არ მოსწონთ და მთავრობისგან მოქმედებას ითხოვენ. შაუნ კოლინზი საჯარო სკოლის მასწავლებელია ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ პატერსონში. მისი თქმით:

„ხალხი გაბრაზებულია. მათი უკამაყოფილების საფუძველი კი ძალიან ხშირად სამართლიანია. ხალხი მთელი ცხოვრება მუშაობს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ წარმატებას ხელი შეუშალოს.“

რონ კალდველიც უკმაყოფილოა:

„მომუშავე ადამიანები მოტყუებული რჩებიან. უოლ სტრიტმა ამერიკაში რეცესია გამოიწვია და დღემდე მათი რეგულირება არ ხდება.“

სარა ქუინი 28 წლისაა და ბრუკლინში მუშაობს. უკმაყოფილებას ვერც ის მალავს:

„ხალხის დიდი ნაწილი არაფერს ამბობს ამაზე. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. სწორედ ამის მიღწევა მინდა აქ.“

ზუკოტის პარკში შეკეტებული დემონსტრანტები ამერიკის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსული: კარლოს გომერი სოლტ ლეიკ სიტიდანაა, ველინგტონ მაკეი ნიუ იორკის შტატის ქალაქ ოსინინგიდან.

ჯეიმი რინალდი სომერვილ, მასაჩუსეტიდან, რონი ოჰაიოდან. მის ტრანსპარანტზე წერია: „აირჩიე 99 პროცენტსა და 99 ადამიანს შორის.“

ჯეიმი რინალდი ამერიკაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აკრიტიკებს:

„ეკონომიკური სამართლიანობა და ეკონომიკური სამართალი განვითარებულ კაპიტალისტურ დემოკრატიებში რეალური საკითხია. ჩემი აზრით, უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი საზოგადოება უფრო დემოკრატიული.“

დაიკავე უოლ სტრიტის მოძრაობა ნამდვილ საზოგადოებად იქცა. დემონსტრაციის მონაწილეებს აქვთ სამზარეულო, ბიბლიოთეკა, მუსიკა და პროტესტის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

„მე აქ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენი ხანიც ეს პროტესტი გაგრძელდება.“

დაიკავე უოლ სტრიტის მოძრაობის მონაწილეების სულისკვეთება მტკიცეა, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, მათ მიერ რაიმე ცვლილების დანახვა რთული იქნება, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე მაინც, ვიდრე ისინი საკუთარ მოთხოვნებში კარგად არ გაერკვევიან.