რომნიმ ხმა ბელმონტში მისცა

მისი მშობლიური ქალაქი რესპუბლიკელებს აღარ ენდობა
რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი ხმის მისაცემად მშობლიურ შტატში, მასაჩუსეტში დაბრუნდა. მეუღლესთან, ენ რომნისთან ერთად, მან ხმა ისტორიულ ქალაქში - ბელმონტში მისცა. წყვილი, ხუთ ვაჟიშვილთან ერთად, უკვე 40 წელიწადზე მეტია იქ ცხოვრობს.

ბელმონტმა მიტ რომნი გუბერნატორად ბოლოს 2002 წელს აირჩია. ეს საკმაოდ მოულოდნელი გამარჯვება იყო, რადგან ქალაქს რესპუბლიკელი კანდიდატისთვის ხმა ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიუცია. დღეს, მასაჩუსეტის შტატში განწყობები კვლავ დემოკრატთა სასარგებლოდ შეიცვალა.

„მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ არა მგონია, ჩვენს ქალაქს მისი ამერიკის პრეზიდენტად ხილვა სურდეს," - ამბობს ლი ჰარისონი, მისი თანამოქალაქე.

ანალიტიკოსების აზრით, მასაჩუსეტის შტატი საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობას დემოკრატ კანდიდატს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიანიჭებს.