ამერიკის პრეზიდენტი სირიაში სარაკეტო იერიშის დაწყების არგუმენტაციას საერთაშორისო ნდობის შენარჩუნების აუცილებლობით ამყარებს
სირიაზე სარაკეტო იერიშის აუცილებლობაზე პრეზიდენტმა ობამამ სტოკჰოლმის აეროპორტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. შეერთებული შტატების ლიდერი საომარი ქმედების დაწყების არგუმენტაციას ამერიკის საერთაშორისო ნდობის შენარჩუნების აუცილებლობითაც ამყარებს.
პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სირიაში შექმნილი მდგომარეობა ირანის და ერაყის სიტუაციას არ გავს. „ეს არის ლიმიტირებული, ადეკვატური ნაბიჯი, რომელიც იქნება ასადის რეჟიმისადმი გარკვევით გამოხატული გზავნილი და რომელიც საბოლოო ჯამში, გარდამავალი პერიოდის საშუალებით, მშვიდობას და სტაბილურობას არამარტო სირიას, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს“.
ობამას პოზიციას წამყვანი რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლებიც იზიარებენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რეპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა პრეზიდენტ ობამას მადლობა გადაუხადა კონგრესის მიმართ გამოხატული ნდობისთვის. ხაზი გაუსვა რა იმ ფაქტს, რომ ქიმიიური იარაღის გამოყენება „ბარბაროსული აქტია“, ბეინერმა პრეზიდენტს სირიაზე იერიშის თაობაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. „ეს არის ის, რაც შეერთებულმა შტატებმა, როგორც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მე ვაპირებ პრეზიდენტის ქმედებისკენ მოწოდებას მხარი დავუჭირო. მჯერა, რომ ჩემი კოლეგებიც ასევე მოიქცევიან“ - აცხადებს ჯონ ბეინერი.
კონგრესის დემოკრატთა უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ ისაუბრა იმაზე, რომ მის „საარჩევნო უბანზე ჯერ კიდევ კარგად არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ სამხედრო იერიში აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გაიგონ, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემდეგ, ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდით“ - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
სირიის თაობაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას პრეზიდენტი ობამა დიდი ოცეულის სამიტზეც შეეცდება. სამიტი სანკტ პეტერბურგში 6 სექტემბერს დაიწყება.