პრეზიდენტ ობამას ორმხრივი საიმიგრაციო რეფორმის იმედი აქვს
ბარაკ ობამა მექსიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ენრიკე პენა ნიეტოს თეთრ სახლში შეხვდა.
ორშაბათს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯეი კერნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ორმხრივი საიმიგრაციო რეფორმის იმედი აქვს. პრეზიდენტის აზრით, ეს რეფორმა არამარტო კონკრეტული საზოგადოების ინტერესებში შედის, არამედ ზოგადად ამერიკის ეკონომიკური საზრუნავიცაა.
პიუს კვლევითი ცენტრის განცხადებით, შეერთებულ შტატებში 12 მილიონამდე მექსიკის მოქალაქე ცხოვრობს და მათგან ნახევარზე მეტს ჯერჯერობით დაუდგენელი სტატუსი აქვს.
მექსიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა არიზონას შტატის საიმიგრაციო კანონი. მან აღნიშნა, რომ ეს კანონი სასტიკია და ამერიკის ეკონომიკაში იმიგრანტების დამსახურებას არ ითვალისწინებს.