დიდი ოცეულის შეხვედრა ძირითადად ევროზონის ფინანსურ კრიზისს დაეთმობა
იმის მიუხედავად, რომ სამიტს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის და ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც ესწრებიან, ექსპერტების აზრით, დიდი ოცეულის შეხვედრა ძირითადად მაინც ევროპის პრობლემებს, კონკრეტულად კი -ევროზონის ფინანსურ კრიზისს- დაეთმობა. სამიტი ორშაბათს მექსიკაში, კურორტ ლოს კაბოსზე იხსნება.
ანალიტიკოსების აზრს სტიუარტ პატრიკი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელიც, იზიარებს:
“რაც შეეხება ლოს კაბოსის შეხვედრას, ევროზონის კრიზისი დღის წესრიგში ნომერ პირველი თემაც იქნება და მეორეც“.
კვირას საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რამაც შესაძლოა კრიზისის დაძლევის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადოს. გამოკითხვების მიხედვით ბერძენი ელექტორატი ძირითადად ერთი ნიშნით ირჩევს: ისინი ან მკაცრი საბიუჯეტო ზომების გატარებას დაუჭერენ მხარს, ან იმ კანდიდატებს, რომელთაც ევროკავშირის პირობების უგულვებელყოფა სურთ და სავარაუდოდ საბერძნეთს ევროზონიდან გამოიყვანენ.
ობამას ადმინისტრაციას იმედი აქვს ევროპელი ლიდერები სამიტზე საბანკო და საკრედიტო კრიზისის დასაძლევად საგანგებო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. პოლიტიკოსები ასევე იმედოვნებენ, რომ გეგმა ნაკლებ საბიუჯეტო შეკვეცებს და ევროპის ეკონომიკის ზრდისთვის უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაითვალისწინებს, რაც კონტინენტის ფინანსურ სისტემას მეტ სტაბილურობას მოუტანს.
“მისი შემადგენელი ნაწილი ის ღია ნაბიჯებიც უნდა იყოს, რომელთა წყალობითაც კაპიტალი დასუსტებულ ბანკებში რაც შეიძლება სწრაფად გადაინაცვლებს. ასევე მნიშვნელოვანია ლიდერებმა უფრო ძლიერი ევროზონისთვის სამუშაო ჩარჩო და სამომავლო ხედვა ჩამოაყალიბონ, რომელიც საბიუჯეტო და საბანკო კანონმდებლობაში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს“.
ანალიტიკოსი სტიუარტ პატრიკი ამბობს, რომ ევროზონის კოლაფსის შედეგები გავლენას მთელ მსოფლიოზე იქონიებს:
“არსებობს საშიშროება, რომ ის გლობალურ ეკონომიკასაც ჩაითრევს. რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან მზარდი ეკონომიკის მქონე ისეთი ბაზრები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. და რომლებიც ამავე დროს გლობალური ეკონომიკის ერთგვარ მამოძრავებელ ძრავსაც წარმოადგენენ“.
ევროპა ამერიკის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. თუკი ევროზონის ეკონომიკის ძველ რელსებზე დაყენება არ მოხერხდა, პრობლემა შეერთებული შტატების ისედაც მგრძნობიარე ეკონომიკასაც შეექმნება. პრეზიდენტმა ობამამ კარგად იცის, რომ ეს ყოველივე მისი ხელახალი არჩევისთვის რისკის შემცველია.
ლოს კაბოსში ამერიკის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვდება. ისინი სავარაუდოდ ირანთან და სირიასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაზე და შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის სისტემების ევროპაში განლაგებაზე ისაუბრებენ.
მეცნიერი დევიდ სატერი ჰადსონის ინსტიტუტიდან აღნიშნავს, რომ ორ პრეზიდენტს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე დიდი პროგრესის იმედი არ აქვს:
„ამ საკითხებში წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსული მხარე შეთანხმების მიღწევაში დაინტერესებას არ ამჟღავნებს“.
რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკურ პრობლემებს, ამაში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ნამდვილად დაინტერესებულია. ისინი შეხვედრას სავარაუდოდ იმით დაიწყებენ, რომ შეეცდებიან ევროპა უპირველეს ყოვლისა საკუთარი პრობლემების მოგვარების აუცილებლობაში დაარწმუნონ.

რაც შეეხება ლოს კაბოსის შეხვედრას, ევროზონის კრიზისი დღის წესრიგში ნომერ პირველი თემაც იქნება და მეორეც“სტიუარტ პატრიკი