დემოკრატიები შიშობენ, რომ ხარჯვითი პროგრამების შეკვეცა ამერიკის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აზარალებს
პენსილვანიის გამზირზე, რომელიც თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს აკავშირებს, ამ კვირას პრეზიდენტი ობამა არაერთხელ გეგმავს მგზავრობას.
ამერიკელი ლიდერი სამჯერ მივა საკანონმდებლო ორგანოში და კონგრესმენებს პირისპირ შეხვდება, რათა მათთან ერთად ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან საკითხებზე-დაწყებული ფინანსური პრობლემებიდან-საემიგრაციო სისტემის პოლიტიკის რეფორმირებით დამთავრებული- იმსჯელოს და კომპრომისის გზით დაარეგულიროს ისინი.
„დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ბოლო დროის განმავლობაში მივმართავ, რათა გაუგებრობა მოვხსნათ. ჯერ კიდევ მგონია რომ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ერთად“-განაცხადა ბარაკ ობამამ.
ტელეკომპანია ენ-ბი-სის ეთერში გამოსვლისას, რესპუბლიკელი სენატორი ტომ კობურნი პრეზიდენტის ახალ ტაქტიკას-მიესალმა და თქვა:
„მივესალმები პრეზიდენტის მზადყოფნას. მართლაც ვფიქრობ რომ ის გულწრფელია და მართლაც სურს პრობლემების გადაწყვეტა. ასეთი რეალობა მასაც დაეხმარება და რაღათქმა უნდა თითოეულ ამერიკელს.“
ასევე გასულ კვირას, პრეზიდენტმა ობამამ ორჯერ ივახშმა რესპუბლიკელ ლიდერებთან, მათ შორის გავლენიან სენატორ რობერტ პორტმანთან.
შეხვედრის შემდეგ, ეი-ბი-სის ტელეეთერით გამოსვლისას, პორტმანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კონსულტაციები რესპუბლიკელებთან ფისკალურ საკითხებზე უშედეგოდ დასრულდება თუ ობამა საკუთარი პარტიის წევრების დარწმუნებას ვერ მოახერხებს-ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საკითხში მეტი თავშეკავება გამოიჩინონ.
„ნდობის დამყარება მხოლოდ სასარგებლოა. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, პრეზიდენტს, ნაცვლად ამისა, ესაჭიროება არა რესპუბლიეკლების არამედ დემოკრატიული პარტიის ხელშეწყობა. დემოკრატებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თუ რა არის მთავარი წინამდებარე სიტუაციაში.“
ამ ფონზე, ცნობილია, რომ ობამა დემოკრატებსაც მოუწოდებს პოლიტიკურად მტკივნეული რეფორმების გატარებას დაუჭირონ მხარი. ლაპარაკია პენსიონერთა ჯანდაცვის და სადაზღვევო პროგრამებზე. თუმცა ის ასევე მოუწოდებს რეპსუბლიკელებს მხარი დაუჭირონ გაზრდილი გადასახადების დაწესებას მდიდარ ამერიკელებზე, რაც დეფიციტის გრძელვადიანი შემცირების სტრატეგიის ნაწილი გახდება.
დემოკრატი კონგრესმენი ქრის ვან ჰოლენი ამბობს:
„ჩვენი რესპუბლიკელი კოლეგები უნდა დაგვეთანხმონ, რომ საგადასახადო კოდექსში ამ ცვლილების დაწესება მოგვიწევს. თუმცა საბოლოოს ჯამში დეფიციტის შემცირებას არამხოლოდ კოდექსის ცვლილება უშველის.“
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა უკვე შეიმუშავეს საბიუჯეტო დეფიციტის შეკვეცის საკუთარი გეგმა, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში ტრილიონ დოლარიან დეფიციტს აღმოფხვრავს. ეს გეგმა დეფიციტის შეკვეცას ხარჯვითი პროგრამების შეკვეცით და ფედერალური გადასახადების დაწევით ახდენს.
დემოკრატიები კი ამბობენ, რომ ხარჯვითი პროგრამების შეკვეცა ამერიკის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აზარალებს
ამ პირობებში ბარაკ ობამა სწორედ პარტიული განსხვავევების დაბალანსება მოუწევს რათა სავალდებულო კომპრომისი გამოინახოს და მხარეებს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების დარეგულირება გაუადვილოს.