კარზაი უხუცესების ყრილობას იწვევს

„ლოია ჯირგამ“ ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკელთა ყოფნის პირობები უნდა გადაწყვიტოს
ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში 2014 წლის შემდეგ ამერიკული სამხედრო დანაყოფებისთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხ უხუცესთა საბჭო გადაწყვეტს.

ამის შესახებ ჰამიდ კარზაიმ ქაბულში დღეს განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რაც უნდა გადაწყვიტოს ავღანელმა ხალხმა და არა მთავრობამ. კარზაის ინიციატივით ამ საკითხზე „ლოია ჯირგა“ - იგივე უხუცესთა ყრილობა უნდა გაიმართოს.

გასულ კვირას ავღანეთის ლიდერი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ ავღანეთში არ დარჩებიან ამერიკული დანაყოფები, თუკი მათ ადგილობრივი სასამართლოსგან იმუნიტეტი არ დაიცავს.