ობამას კანდიდატი მსოფლიოს ბანკის მმართველის პოსტზე

„ბოლო 18 თვის განმავლობაში გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ახალი პრეპარატის მიღება დაიწყო. შიდსის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ უპრეცედენტო ეტაპზე ვართ.“ ამბობს ჯიმ იონგ კიმი.

კარიერის მაძილზე, განათლებით ექიმი ჯიმ იონგ კიმი სათავეში ედგა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ასწავლიდა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო სკოლაში, და ბოლოს დართმუთის კოლეჯის პრეზიდენტად დაინიშნა.

წარმოშობით კორეელი, ახლა უკვე ამერიკის მოქალაქე კიმი, ბარაკ ობამას კანდიდატია მსოფლიოს ბანკის მმართველის პოსტზე.

ობამა: „დროა განვითარების დარგის სპეციალისტი და პროფესიონალი მსოფლიოში უდიდეს განვითარების სააგენტოს ჩაუდგეს სათავეში.“

იაპონიის ფინანსთა მინისტრი იუნ აზუმი დარწმუნებულია, რომ კიმის გამოცდილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მოღვაწეობის დროს შთამბეჭდავი ეტაპი იყო სპეციალისტის კარიერაში.

„მან წარმატებებს მიაღწია შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კიმი ძალიან შესაფერისი კანდიდატურაა.“

ამ ფონზე, განვითარების დარგის სხვადასხვა ექსპერტი ფიქრობს, რომ ბანკი ეკონომიკური ზრდის წახალისებაზე აკეთებს აქცენტს ჯანადაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამების დასაფინანსებლად.

მსოფლიო ბანკის ვეტერანი დამკვირვებელი ური დადუში, რომელიც ამჟამად პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობს აცხადებს, რომ კიმის პროფესიული გამოცდილება საკმაოდ ვიწროპროფილიანია:

„იგი მხოლოდ ჯანდაცვის პრობლემებზე აკეთებდა კონცენტრირებას, მაშინ როცა ბანკის მუშაობა 20მდე სფეროს მოიცავს.„

გლობალური განვითარების ცენტრის ექსპერტი ნენსი ბირდსალი კი ფიქრობს, რომ კიმის მოსვლით გამორიცხული არ არის მსოფლიო ბანკის ინსტიტუციონალური სტრუქტურა და კულტურა შეიცვალოს:

„კიმი ძალიან კარგად უძღვება ე.წ. სწავლების კულტურის ჩამოყალიბებას, ეს მისი საუნივერსიტეტო მოღვაწეობიდანაც ჩანს. ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება ცოდნის ბანკის სახით აუცილებელია.„

ბირდსალის თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ კიმის მეთაუობის ქვეშ მსოფლიო ბანკმა უფრო აქტიურად ითანამშრომლობს მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, უფრო მეტად მოუსმინოს პარტნიორებს და დროულად შეისწავლოს წარუმატებელი პროექტების მიზეზი და გამოცდიელბა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ტრადიციულად ამერიკელი ინიშნება, მაშინ როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურად ევროპელი. დღემდე, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებმა არაერთხელ დააფიქსირეს უკმაყოფილება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში გადანაწილებული მმართველობის გამო.

ჯიმ იონგ კიმის კანდიდატურას ორი არაამერიკელი უპირისპირდება. თუმცა ფინანსურ სექტორში უკვე არსებობს აზრი, რომ ამერიკის პოლიტიკური და ფინანსური ისტებლიშმენტის მხარდაჭერა მსოფლიო ბანკის მმართველის პოსტზე დართმუტის კოლეჯის პრეზიდენტის წარმატებას ნიშნავს.