ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტვით გამოვიდა

ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტვით გამოვიდა

ერთი საათის წინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასრულდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლა. თავის სიტყვაში მან მიმოიხილა ის გამოწვევები და სირთულეები, რომელიც დგას როგორც შეერთებული შტატების ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ დადებით შედეგებზე, რასაც მსოფლიომ გასულ წელს მიაღწია.

„როდესაც მოვალეობის შესრულებას შევუდექი ამერიკა ორ ომში იყო ჩართული. მოძალადე ექსტრემისტები, რომლებმაც ჩვენ ომში ჩაგვრთეს- ოსამა ბინ ლადენი და მისი ალ-ყაიდა, ასევე ინარჩუნებდნენ ძალას. დღეს ჩვენ უკვე სხვა მიმართულება გვაქვს. ამ წლის ბოლოს ამერიკის სამხედრო ოპერაცია ერაყში დასრულდება. ჩვენ გვექნება ნორმალური ურთიერთობა ამ სუვერენულ ქვეყანასთან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრია. ეს თანაბარუფლებიანი პარტნიორობა გაძლიერდება ერაყის მიმართ ჩვენი მხარდაჭერით“- განაცხადა ობამამ. მისი თქმით,შეერთებულმა შტატებმა და კოალიციურმა ძალებმა დაიწყეს გარდამავალი პერიოდი ავღანეთში. დღეიდან 2014 წლამდე გაძლიერებული ავღანეთის მთავრობა და უსაფრთხოების ძალები აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე.“

„ამავდროულად ჩვენ ვამცირებთ ჩვენ ძალებს და ვამყარებთ მტკიცე პარტნიორობას ავღანელ ხალხთან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

პრეზიდენტმა 10 წლის წინანდელი 11 სექტემბრის ტრაგედიაც გაიხსენა.

გრაუნდ ზეროზე ახალი ცათამბჯენი აღიმართება, რომელიც განახლებული ნიუ-იორკის სიმბოლო იქნება. ამავდროულად ალ-ყაიდა განიცდის ისეთ ზეწოლას, როგორც არსდროს და მისი ხელმძღვანელობა დეგრადირებულია, ხოლო ოსამა ბინ ლადენი, რომელმაც მრავალ ქვეყანაში ათასობთ ადამიანი დახოცა, ვეღარასდროს შეუქმნის საფრთხეს მსოფლიოს, - აღნიშნა ობამამ.

პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენებიც მიმოიხილა.

მისი თქმით, „ერთი წლის წინ, ტუნისელი ხალხის იმედები დათრგუნული იყო, თუმცა მათ აირჩიეს ღირსება და მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვეს რკინის ხელის მმართველობის წინააღმდეგ.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა უკვე ტუნისი ემზადება არჩევნებისთვვის, რაც მათ კიდევ ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს დემოკრატიასთან, რასაც ისინი იმსახურებენ.

ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ეგვიპტე ცნობილი იყო, როგორც ქვეყანა, სადაც ერთი პრეზიდენტი 30 წლის მანძილზე მართავდა სახელმწიფოს.

თუმცა, 18 დღის მანძილზე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო თაჰრირის მოედნისკენ, სადაც ყველა ეგვიპტელი განურჩევლად რელიგიისა და ასაკისა ითხოვდა უნივერსალურ უფლებებს და ახლა უკვე მსოფლიო ეგვიპტეში განხორციელებული ცვლილების მოწმეა.

პრეზიდენტის თქმით, ერთი წლის წინ ლიბია იმართებოდა მსოფლიოს ყველაზე ხანაგრძლივი დიქტატორის მიერ.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ლიბიელი ხალხის სიტყვებს, რომლებსაც ისინი წარმოთქვამდენ რევოლუცის დღეეებში „ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია სიტყვის თქმა, ეს არის გრძნობა რასაც ვერ აგიხსნით,“ - გაიხსენა პრეზიდენტმა ლიბიელი ხალხის მიმართვა. „კადაფის რეჟიმი დასრულებულია,“ - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტი ასევე შეეხო ირანის საკითხს. მისი თქმით, ირანის მთავრობა უარს აცხადებს აღიაროს საკუთარი ხალხის უფლებები.

პრეზიდენტს არც სირიის საკითხი გამორჩენია. მან აღნიშნა, რომ ამ წუთებში, როდესაც ასამბლეა იმართება, სირიაში ხალხს აპატიმრებენ, კლავენ და აწამებენ. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაცრი სანქციები დაუწესა სირიის მთავრობას და ამერიკა მხარს უჭერს სირიელი ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს.

რაც შეხება პალესტინა-ისრაელის თემას, ბარაკ ობამამ გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ მან მხარი დაუჭრია დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას, თუმცა ეს საკითხი ისრაელსა და პალესტინას შორის უნდა გადაწყდეს. მან აღნიშინა, რომ ამერიკის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ შეუვალია და „ამერიკა-ისრაელის მეგობრობა არის მტკიცე და ღრმა.“

რაც შეხება მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ გამოჯანსაღების პროცესი მყიფედ მიმდინარეობს. სწორედ ამისთვის, მან ამერიკელებს უკვე წარუდგინა გეგმა რომელიც უმუშევრობის დაძლევას და ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.