ობამა ჯარისკაცებისთვის მეტ დახმარებას ითხოვს

პრეზიდენტი ობამა ფორტ ჰუდის ბაზაზე 2 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა საპატივცემულოდ გამართულ ცერემონიალს დაესწრო
პრეზიდენტი ობამა განცხადებას ამერიკელ ჯარისკაცთა გაზრდილი უსაფრთხოების და ჯანდაცვის უკეთ უზრუნველყოფის აუცილებლობაზე აკეთებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტეხასის შტატში მდებარე ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე 2 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა საპატივცემულოდ გამართულ ცერემონიალს დაესწრო.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა რისკის წინასწარ გაუვნებელყოფა შეუძლებელია. მაგრამ როგორც ერმა, ამერიკამ კონსულტაციებით მეტად უნდა უზრუნველყოს და მეტი დახმარება გაუწიოს სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ამასთან, ისიც უნდა შეძლოს, რომ მათგან იარაღი რაც შეიძლება შორს, დაცულად ინახებოდეს.

ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შტატ ტეხასში ვიზიტის განმავლობაში, პრეზიდენტი ობამა საიუბილეო ღონისძიებებსაც დაესწრება. ამერიკა წელს ისტორიული მოვლენის -შეერთებული შტატების სამოქალაქო უფლებათა აქტზე ხელმოწერიდან- 50 წლისთავს აღნიშნავს.