პაკისტანში ამერიკა კვლავ ჩაატარებს სპეცოპერაციებს

პაკისტანში ამერიკა კვლავ ჩაატარებს სპეცოპერაციებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ კიდევ გასცემდა პაკისტანში ისეთი ოპერაციის ჩატარების ბრძანებას, რომლის შედეგადაც ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმმა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციია წარმატებით განახორციელა.

ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა პატივს სცემს პაკისტანის სუვერენიტეტს, მაგრამ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტი ამერიკის ეროვნული ინტერესების დაცვაა.

ობამამ გაგნაცხადა, რომ კიდევ გასცემს პაკისტანში მსგავსი ოპერაციის ჩატარების ბრძანებას იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პაკისტანის ტერიტორიას ისეთი ადამიანები აფარებენ თავს, რომლებიც ამერიკის და მისი მოკავშირეების ინტერესებს ემუქრებიან.