შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ინდოეთის დედაქალაქ დელიში დალაი ლამას შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ დალაი ლამას ოფისი აცხადებს და ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისთვის თანამშრომლობა იყო. ლიდერებმა ასევე განიხილეს ობამას ფონდის საქმიანობა.
ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი ორი ლიდერისთვის ეს რიგით მეექვსე შეხვედრა იყო.
ინდოეთში ყოფნისას ობამა ასევე შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. ინდოეთში ჩასვლამდე ობამა ჩინეთს ესტუმრა, დელიდან კი ის საფრანგეთში მიემგზავრება.