ლიბიაში ელჩის მკვლელობა ტერორიზმად შეფასდა

მომხდარიდან 9 დღის თავზე, თეთრმა სახლმა ინციდენტს პირველად უწოდა მიზანმიმართული თავდასხმა
ობამამ, ხუთშაბათს, ლიბიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას ტერორიტსტული აქტი უწოდა. მომხდარიდან 9 დღის თავზე, თეთრმა სახლმა ინციდენტს პირველად უწოდა მიზანმიმართული თავდასხმა. მანამდე მკვლელობა ანტი-ისლამურ ფილმთან დაკავშირებით აგორებულ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯეი კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშკარაა, რომ ბენღაზში განლაგებულ საკონსულოს შენობაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.