2014 წლის ბოლოსთვის ავღანეთში ომი დამთავრდება

ბარაკ ობამა: ავღანეთი აღარასოდეს იქნება ალ-ყაიდას თავშესაფარი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში განაცხადა, რომ ამერიკა ავღანეთში თავის მიზანს მომავალი წლის მიწურულს მიაღწევს. მისი თქმით, ავღანეთი აღარასოდეს იქნება ალ-ყაიდას თავშესაფარი და 2014 წლის ბოლოსთვის ომი დამთავრდება.

პარასკევს პრეზიდენტი ობამა ვაშინგტონში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამერიკელები ამა წლის გაზაფხულიდან ავღანეთში მხოლოდ დამხმარე ამოცანებს შეასრულებენ.