აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შტატების მასშტაბით მოგზაურობას იწყებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატების მხარდასაჭერად შუალედურ არჩევნებში. კონგრესის არჩევნები ნოემბერშია დაგეგმილი.
ობამა, საერთო ჯამში, თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ნაკლებად ჩანს და არც საჯარო განცხადებებს აკეთებს. თუმცა, დღევანდელი შეხვედრა ამომრჩეველთან ილინოისის უნივერსიტეტში, პირველი საკამპანიო ღონისძიება იქნება მისი მონაწილეობით.
მომავალ კვირას ის ოჰაიოს შტატში ჩავა დემოკრატიული პარტიიდან გუბერნატორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის რიჩარდ კორდრეის მხარდასაჭერად.
ობამას წარმომადგენელმა ქეითი ჰილმა განაცხადა, რომ ობამა შეეცდება ხაზი გაუსვას შუალედურ არჩევნებში დემოკრატი ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, არა-საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ში ამომრჩეველი ნაკლები აქტივობით მონაწილეობს.