ობამა სირიაში საგანგებო დანიშნულების ძალებს გზავნის

პრეზიდენტმა ობამამ დღეს განაცხადა, რომ სირიაში საგანგებო დანიშნულების ძალების, დამატებით 250 ჯარისკაცამდე გაგზავნა დაამტკიცა, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებას განამტკიცებენ, მაგრამ მან ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი „პასუხისმგებლობის წილის“ გაზიარებისკენ მოუწოდა.

გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ თქვა, რომ ამერიკული ძალები „ადგილზე ბრძოლის წარმმართველი არ იქნება, მაგრამ ისლამური დაჯგუფების წინააღმდეგ ბოლო თვეებში მიღწეული წინსვლის შენარჩუნების საქმეში, ძირითადი როლი ექნება“.

მან ასევე თქვა, რომ ამერიკას მარტოს, ბრძოლის მოგება არ შეუძლია, ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ის დაეყრდნობა „ძლიერ ევროპას, რომელიც პასუხისმგებლობის საკუთარ წილს იტვირთებს“.