ბარაკ ობამა საშობაო შვებულებიდან დაბრუნდა

ფედერალური პროგრამების შეკვეცა შეერთებულ შტატებს რეცესიის პერიოდში დააბრუნებს
გუშინ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საშობაო შვებულებიდან დაბრუნდა, რათა კონგრესთან შეთანხმების საფუძველზე, ამერიკის ბიუჯეტის ავტომატური სეკვეტრი თავიდან აიცილოს.
ეკონომისტების ვარაუდით, თუ ქვეყანა „ფისკალურ უფსკრულს" ვერ გადაურჩა, გადასახადების მომატება და ფედერალური პროგრამების შეკვეცა შეერთებულ შტატებს რეცესიის პერიოდში დააბრუნებს.
ოთხშაბათს რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ბეინერი შეეცადა დაერწმუნებინა თანაპარტიელები, მხარი დაუჭირონ მის მიერ შეთავაზებულ საბიუჯეტო ცვლილებებს. თუ ბეინერის გეგმა დამტკიცდა, გადასახადები იმ ამერიკელებს გაეზრდებათ, ვინც წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.ბარაკ ობამას გეგმით, კი გადასახადები იმ მოქალაქეებისთვის გაიზრდება, ვისი წლიური შემოსავალიც წელიწადში 400.000 დოლარია.