ობამა კუბიდან შემომსვლელთათვის პოლიტიკას ცვლის

კუბა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა წყვეტს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც კუბელები, რომლებიც ამერიკაში ჩააღწევენ, არ საჭიროებენ ვიზას. ეს პოლიტიკა, რომელსაც „სველი ფეხი, მშრალი ფეხი“ შეარქვეს, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, 1995 წელს შემოიღო. კუბელები, რომლებსაც ამერიკის საიმიგრაციო სამსახურები უკან აბრუნებდნენ, ქვეყანაში დევნის და რეპრესიის სუბიექტები ხდებოდნენ.

ჰავანა წლების მანძილზე აკრიტიკებდა აღნიშნულ პოლიტიკას და ამბობდა, რომ ის კუბელების მხრიდან საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას ახალისებდა, რათა ამერიკის ნაპირისთვის მიეღწიათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკამ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს 2015 წელს, ორ ქვეყანას შორის დათბობის პერიოდი დაიწყო. ვაშინგტონის თქმით, კუბელებს ახლა შეუძლიათ საელჩოს მიმართონ თავშესაფრისთვის, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში ხდება.

ნიუ ჯერსის სენატორის, ბობ მენენდესის აზრით, რომლის მშობლებიც კუბიდან არიან, ობამას გადაწყვეტილება „კიდევ უფრო ეხმარება კასტროს რეჟიმის გაგრძელებას“.