ობამას აპარატის უფროსი ჩიკაგოს მერობას აპირებს

ობამას აპარატის უფროსი ჩიკაგოს მერობას აპირებს

ამერიკული საინფორმაციო წყაროების ცნობით, თეთრი სახლის აპარატის უფროსი რემ ემანუელი პარასკევს განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ, დატოვებს თუ არა თანამდებობას ჩიკაგოს მერის არჩევნებში მონაწილეობის გამო.

ემანუელთან დაახლოვებული პირის განცხადებით, ის გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერ-ჯერობით ოჯახური პირობების გამო თავს იკავებს.

რემ ემანუელის მიერ თეთრი სახლის დატოვების ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩიკაგოს მოქმედმა მერმა რიჩარდ დელეიმ განაცხადა, რომ მეშვიდე ვადით მერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.