ობამა ჩინეთის მომავალ პრეზიდენტს შეხვდება

ობამა ჩინეთის მომავალ პრეზიდენტს შეხვდება

ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა მძაფრდება და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა მნიშვნელოვან ეტაპზე იმართება.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს ჩინეთის ვიცე პრეზიდენტ სი ჯინპინგს თეთრ სახლში შეხვდება. სი ჩინეთის პრეზიდენტის პოსტს მომავალ წელს დაიკავებს. ამ ფონზე, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა მძაფრდება და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა მნიშვნელოვან ეტაპზე იმართება.

გასულ თვეს, პეკინში, ამერიკელმა და ჩინელმა თანამდებობის პირებმა 40 წლის იუბილე აღნიშნეს მას შემდეგ, რაც 1972 წელს ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩინეთს ეწვია ორ ქვეყანას შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად.