აშშ-სა და ავსტრალიის პარტნიორობა ურყევია

აშშ-სა და ავსტრალიის პარტნიორობა ურყევია

აშშ-ს პრეზიდენტმა კანბერაში ავსტრალიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ავსტრალიის "ურყევი პარტნიორია" მან ასევე დასძინა, რომ ამერიკის დიპლომატიური აქცენტი ახლა ტერორიზმთან ბრძოლისგან გადაინაცვლებს აზია-წყნარი ოკენის რეგიონის ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებზე.

ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევა შეუძლებელია.

"პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ავღანეთით დამთავრებული ავსტრალიელები და ამერიკელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ერთად ვიდექით და ერთიან ბრძოლაში მრავალი სისხლი დავღვარეთ. სოლიდარობამ ჩვენ ათწლეულების მანძილზე ერთად გვატარა. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება 11 სექტემბრის ტრაგედია სადაც დაიღუპნენ არამარტო ამერიკელეი არამედ მსხვერპლთა შორის იყვნენ ავსტრალიელებიც" განაცხადა ობამამ