შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავაიში აპეკის სამიტს ესწრება.იგი უკვე შეხვდა ჩინეთის,რუსეთისა და იაპონიის ლიდერებს.
ჩინეთის პრეზიდენეტთან საუბრის მთავარი თემა ვაჭრობის სფეროში თანაბრუფლებიანი ურთეირთობის დამყარება გახლდათ.
როგორც ამერიკის მთავრობის ოფიცილაური პირები აცხადებენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერთან საუბრისას ამერიკული ბიზნესის თემასაც შეეხო, რომელიც დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთეირთობის ერთერთი ძირიტად პრობლემად რჩება.
„ჩვენ იმედი გვაქვს,რომ ჩინეთის მთავრობა ამერიკელ ბიზნესმენებთან გართულებულ ურთიერთობას გამოასწორებს და სამომავლო ნაბიჯებს გადადგამს“
ჩინეთის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას წინადადების მიმართ პატივისცემა გამოახატა და აღნიშნა ,რომ ეს მგრძნობიარე თემები ორივე ქვეყნისთვის უდიდესი პასუხსიგმებლობის საკითხია.
პრეზიდენტი ობამა 20 ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრასაც გეგმავს,რომელზეც ევროპის ეკონომიკური კრიზისისა და მისგან გამსოვლის გზებზე იქნება საუბარი.