გუშინდელ სატელეფონო საუბრამდე ამერიკის და ავღანეთის ლიდერებს კომუნიკაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰქონიათ
ვაშინგტონი —
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ნაწილები ავღანეთში არ დარჩებიან, თუ ქვეყნის მთავრობა ხელს არ მოაწერს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. გუშინდელ სატელეფონო საუბრამდე ორი ქვეყნის ლიდერს კომუნიკაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰქონია.
ავღანელი ლიდერი უარს აცხადებს ორმხრივ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ამ დოკუმენტზე თანხმობას მას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ამერიკელი ლიდერები თხოვენ, რათა ამერიკას, ნატოსთან ერთად, 2014 წელს დასავლეთის სამხედრო ნაწილების ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ კონტრ ტერორისტულ ოპერაციებში ავღანეთის დახმარების განსაზღვრის შესაძლებლობა მიეცეთ.
თეთრი სახლის პრეს სპიკერმა ჯეი კარნიმ ავღანეთის პოზიციის გამო შეშფოთება გამოხატა და თქვა რომ დოკუმენტზე ხელმოწერის დაგვიანება ამერიკას 2014 წლის შემდეგ ავღანური მისიის დაგეგმვას გაურთულებს.