შეერთებული შტატების კონგრესის დაზვერვის კომიტეტის მეთაური დევინ ნუნესი დროებით ჩამოშორდა კომისიას, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჰაკერულ ჩარევებს იძიებს. ნუნესის გადაწყვეტილება მის მიმართ გამოთქმულმა უკმაყოფილებებმა და საჩივრებმა გამოიწვია.
ნუნესის თმით, მის წინააღმდეგ კონგრესის ეთიკის ოფისში "მემარცხენე აქტივისტების რამდენიმე ჯგუფმა" საჩივრები შეიტანა, რის გამოც ის დროებით ჩამოშორდა ამ თემის გამოძიებას.
ნუნესის თქმით, ის გააგრძელებს სხვა მოვალეობების სესრულებას, რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის საკითხის საგამოძიებო კომისიას კი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ეთიკის ოფისის კითხვებს გასცემს პასუხს.