ურანისა და პლუტონიუმის შეერთებულ შტატებში გადატანა მსოფლიოში ბირთვული ტერორიზმის საფრთხეს შეამცირებს
იაპონია შეერთებულ შტატებს ასობით კილოგრამ მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანსა და პლუტონიუმს გადასცემს. ეს ნაბიჯი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მგრძნობიარე ბირთვული მასალის შემცირებას ისახავს მიზნად.
ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ ორშაბათს ჰააგაში მიმდინარე ორ დღიან ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გააკეთეს.
იაპონიის ბირთვული მომლაპარაკებელი ისუკე ისოზაკის თქმით, ურანისა და პლუტონიუმის შეერთებულ შტატებში გადატანა მსოფლიოში ბირთვული ტერორიზმის საფრთხეს შეამცირებს. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი ერნესტ მონიზი კი აცხადებს, რომ შეთანხმება „ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიაა.“