თეთრი სახლი ბირთვული უსაფრთხოების სამიტს მასპინძლობს

დღეს გახსნის ბირთვული უსაფრთხოების დღეს გახსნილ სამიტზე სპეციალური სესია მიეძღვნება ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ბირთვული მასალების ხელში ჩაგდების საფრთხეს. თეთრი სახლის მიერ ორ წელიწადში ერთხელ გამართულ ღონისძიებაზე 50 ქვეყნის ლიდერი ბირთვულ საფრთხეებზე და მათ პრევენციაზე იმსჯელებს.

ბრიუსელში მომხდარი აფეთქებები განგაშის ზარია იმის გასააზრებლად, თუ როგორ გაიზარდა „ისლამური სახელმწიფოსგან“ და მსგავსი დაჯგუფებებისგან მომავალი საფრთხეები. სწორედ ამ საფრთხეებს მიეძღვნება სამიტის ერთი სესია.

„სესია ყურადღებას გაამახვილებს უფრო დიდ საფრთხეებზე. რა თქმა უნდა “ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ბირთვულ იარაღზე წვდომის თავიდან აცილება არის თემა, რომელიც ამ განხილვის ნაწილი იქნება,“ განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა.

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ბელგიის მთავრობამ ბირთვულ აღჭურვილობაზე შეიარაღებული დაცვა გააძლიერა.

სამიტში მონაწილე ლიდერები შიშობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფებებისგან სათანადოდ დაცული ვერ იქნება ბირთვული აღჭურვილობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი. ასევე საფრთხის შემცველია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი.

2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი პრეზიდენტ ობამასთვის ბოლო, მეოთხე სამიტია.

წინა სამიტებზე ლიდერებმა ურანით გაჯერებული იარაღის მოხმარების შემცირებაზე, ბირთვული მასალების დაცულობაზე და ბირთვული იარაღის ბრაკონიერობაზე იმსჯელეს.

ვიქტორ ჩა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, ამბობს რომ, წარსულმა სამიტებმა საფუძველი ჩაუყარა „საერთაშორისო წყობას, რომელიც უსაფრთხოებაზე წესებს და გამოცდილებებს მოიცავს“.

თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა ისევ გადაუჭრელია.

„მთავარი მიზანი ბირთვული მასალების დაცულობაა, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ მიზნისთვის ჯერ-ჯერობით არ მიგვიღწევია,“ ამბობს შერონ სქუასონი, ჩა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ბირთვული განიარაღების პროგრამიდან.

სამიტს არ ეწყობა რუსეთი, ის აცხადებს, რომ სამიტმა როლი დაკარგა.

„რუსეთის და ჩინეთის მთავრობები ბირთვული არსენალის მოდერნიზებაზე და გაზრდაზე ფიქრობენ, ეს დასავლეთისგან განსხვავებული მიდგომაა,“ ამბობს ფრანკ

რამდენიმე თვეში ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, თეთრი სახლის სპიკერი იმედოვნებს, რომ „მომდევნო პრეზიდენტისთვის ბირთვული უსაფრთხოება დარჩება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად.“

წლევანდელი სამიტისგან კი თეთრი სახლი ბირთვულ უსაფრთხოებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის გაძლიერებას ელის.