პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი მძვინვარებს.
თვითმხილველები ხანძრის ფოტოებს "ტვიტერში" აქვეყნებენ. ფოტოებში სახელგანთქმული საკათედრო ნაგებობა ალშია გახვეული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება, რომ ხანძარი, შესაძლოა, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.
ღვთისმშობლის ტაძარი პარიზის ყველაზე პოპულარული ტურისტული ნაგებობაა.