შეირაღებული დამნაშავე, რომელსაც გასულ წელს, ნორვეგიაში 77 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად, აცხადებს რომ იგი თავდასხმისათვის ვიდეო-თამაშების მეშვეობით ემზადებოდა.
ანდერს ბრეივიკმა ოსლოში დაწყებულ სასამართლო პროცესზე ისიც აღნიშნა რომ ფართომასშტაბიანი თავდასხმისათვის იგი რამდენიმე წელი ემზადებოდა. უფრო მეტიც ბრეივიკმა სამართალდამცავები მის მიმართ გამოხატული ცინიზმისათვის დაადანაშაულა.
საბოლოოდ, დამნაშავემ, რომელიც ისლამის მოწინააღმდეგეა, ნორვეგიაში 77 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა ბრეივიკი თავს ტერორიზმში დამნაშავედ არ თვლის რადგან მან ეს ყველაფერი საკუთარი თავდაცვის მიზნით განახორციელა.
შეგახსენებთ რომ, გასულ წელს, 8 ადამიანი მანქანაში ჩამოტაჟებული ბომბის აფეთქების დროს დაიღუპა, ხოლო დანარჩენი 69, მშრომელტა პარტიის მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში იქნა მოკლული.