ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო საერთაშორისო დაძაბულობა იზრდება. გასულ კვირას კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ახალი გვირაბის გაყვანის პროცესი. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ფხენიანს სურს იმის დემონსტრირება რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ბირთვული გამოცდის განხორციელება. ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება კიდევ სხვა ადგილას რაკეტის გასაშვებ ადგილს ამზადებს, საიდანაც „უნჰა-3“ ტიპის რაკეტის გაშვებას აპირებს. საერთაშორისო ბრალდებას ფხენიანის წარმომადგენელმა იან მიონგ ჩინმა უპასუხა:
„ჩრდილოეთ კორეას გააჩნია სუვერენული უფლება განახორციელოს კოსმოსში რაკეტის გაშვება.“- განაცხადა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა
შეერთებული შტატები, ევროკავშირი, სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის ამ მიზნებს გმობენ და აცხადებენ, რომ ეს უხეშად არღვევს გაეროს სანქციას, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიების შექმნა ეკრძალება.