საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა შორი დისტანციის რაკეტის გასაშვებად ემზადება. სამხრეთ კორეის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშაბათს ჩრდილოეთ კორეა რაკეტის მზადების მეორე და მესამე ფაზაში გადავიდა.
ფხენიანი აცხადებს, რომ რაკეტის კოსმოსში გაშვება 20-დან 22 დეკემბრამდე მოხდება და მისი მისია ორბიტაზე სატელიტის შეცვლა იქნება. ჩრდილოეთ კორეის მეზობელი ქვეყნები და დანარჩენი მსოფლიო რაკეტის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია. მათი განცხადებით, რაკეტის გამოცდა გაეროს სანქციების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
სამშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვების გადაწყვეტილებით. მისი აზრით, ეს ქმედება რეგიონში გარკვეულ დაძაბულობას შექმნის.
ბან კი მუნმა ფხენიანს რაკეტის გაშვების გადაწყვეტილებისა და ბალესტიკური სარაკეტო პროგრამის გადახედვისკენ მოუწოდა.