ორგანიზაცია „Human Rights Watch” ჩრდილოეთ კორეაში სექსუალური ძალადობის დაუყოვნებელი აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის უკანასკნელი სამწლიანი კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში ქალების მიმართ ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია.
„ბევრი [გამოკითხული] ჩრდილოეთ კორეაში „Human Rights Watch”-ს ეუბნება, რომ როდესაც ოფიციალური ან ძალაუფლების მქონე პირი ქალს აარჩევს, მას დამორჩილების გარდა სხვა არჩევანი არ აქვს”, - ამბობს კენეტ როტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„რესპონდენტი ქალები ამბობენ, რომ სექსუალურ მტაცებლებს შორის პარტიის მაღალჩინოსნები, გამომძიებლები, დაკავების იზოლატორის დაცვის წარმომადგენლები, დამკითხველები, პოლიცია, საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები, პროკურორები და ჯარისკაცებიც კი არიან“, - ამბობს ის.
როტის თქმით ქალებს, რომლებიც სამართლის პოვნას ცდილობენ კიმ ჩენ უნის დიქტატურა ხმას უხშობს.
კვლევაში ნათქვამია, რომ კორეის მთავრობა „არ იძიებს, არ რეაგირებს საჩივრებზე და არ უზრუნველყოფს დაცვას და მომსახურებას მსხვერპლთათვის“. ამ ფონზე, კვლევა ხაზს უსვამს ფხენიანის პოზიციას, რომ ჩრდილოეთ კორეაში „სექსიზმი და სექსუალური ძალადობა აღმოფხვრილია“.