სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სამი მთავარი სამხედრო მეთაური შეიცვალა. წყაროს მიხედვით, ცვლილებები სამხრეთ კორეასთან და ამერიკასთან „დათბობის“ პოლიტიკის მიზეზით განხორციელდა, რადგან სამხედრო პირები „მოქნილად არ უდგებოდნენ“ აღნიშნულ საკითხს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს ნაბიჯი 12 ივნისის სინგაპურის სამიტის წინ, ბირთვული შეთანხმების საკითხებს უკავშირდებოდეს.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ უნი რუსეთში მიიწვია. მიწვევა ჩრდილოთ კორეელ კოლეგებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ფხენიანში მისი ვიზიტისას გადასცა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიმი შესაძლოა „შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწროს.