ანონიმური კენჭისყრის საფუძველზე, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას მკაცრი ეკონომიკური სანქციების ახალი რაუნდი დაუმტკიცა. ორშაბათს საღამოს მიღებული გადაწყვეტილება გამოიწვეული იყო ფხენიანის მიერ 3 სექტემბერს ჩატარებული წყალბადის ბომბის გამოცდითაც.
გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ნიკი ჰეილის განმარტებით, ახალი სანქციები დრამატულად შეამცირებს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების დაფინანსებას. სანქციების სრულად ამოქმედების შემთხვევაში, ფხენიანის ნავთობის იმპორტი მესამედით შემცირდება, გაზის დიზელის და სხვა ტიპის საწვავის, თუ მათი შემცვლელების იმპორტი კი განახევრდება. ნიკი ჰეილის თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ფაქტობრივად “სასიცოცხლო არტერიას” წარმოადგენს.