ჩრდილოეთ კორეა სეულთან ერთად შექმნილი სამეკავშირეო ოფისიდან გადის

ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეასთან ერთდ დიალოგისთვის შექმნილი საერთო სამეკავშირეო ოფისი დატოვა. გადაწვეტილების შესახებ ფხენიანმა სეულს პარასკევს, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ყოველკვირეულ შეხვედრაზე, მოულოდნელად აცნობა.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს ვიცე-მინისტრმა ჩუნ ჰაე-სუნმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ კორეელმა კოლეგებმა გადაწვეტილება „მაღალი დონიდან მომავალი ინსტრუქციებით“ ახსნეს.

სამხედრო კორეის განცხადებით, ჩრდილოეთის გადაწვეტილება დატოვონ საერთო ოფისები ქალაქ კაესონგში „სამწუხაროა“. თუმცა, სეულმა აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ ადგილზე მუშაობას.

ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება ვიეტნამში შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ უნის წარუმატებელ შეხვედრას მოსდევს. ორ ლიდერს შორის დაპირისპირების საგანი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები გახდა.

სამეკავშირეო ოფისი გასულ სექტემბერს გაიხსნა და ორ კორეას შორის შერიგებისკენ მიმართული ქმედებების ნაწილი იყო.