ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, ტრამპს 2020 წელს დამოკიდებულება შეაცვლევინოს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგულარულად ამბობს, რომ მისი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ უნთან პოზიტიურია. თუმცა, ტრამპს, შესალოა ამ პოლიტიკის შეცვლა მოუწიოს, ვინაიდან კიმი ამერიკის მიმართ ახალი, მკაცრი პოლიტიკის შემოღებას გეგმავს.

კიმმა ამერიკას ბირთვული მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადა წლის დასასრულისთვის მისცა. ახალ წელს კიმს ყოველწლიური მიმართვა ექნება, სადაც, როგორც ექსპერტები ელოდებიან, ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობის მთავარ შტრიხებზე ისაუბრებს. ამ კვირაში, ასევე, გაიმართება კიმის სიმბოლური შეხვედრა ქვეყნის მმართველ პარტიასთან.

მიუხედავად იმისა, რომ არავინაა დარწმუნებული, რაზე ისაუბრებს კიმი, ნათელია, რომ კიმი პრეზიდენტ ტრამპზე ზეწოლას გააძლიერებს. ამას, ექსპერტები ჩრდილოეთ კორეის აქამდე არსებული პოლიტიკიდან ასკვნიან.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეა რამდენჯერმე დაემუქრა ვაშინგტონს ბალისტიკური რაკეტების გამოცდების განახლებით. წლის ბოლოს, კი საუბარი იყო "საშობაო საჩუქარზე", რომლის შინაარსიც დღემდე უცნობია.

ტრამპმა წლის განმავლობაში უჩვეუელო შემწყნარებლობა გამოიჩინა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების მიმართ. კრიტიკოსები მას მოუწოდებენ, რომ შეცვალოს პოლიტიკა და კურსი ამ ქვეყნის მიმართ, ვინაიდან ამჟამინდელ მოლაპარაკებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჯერ არ შეუცვლია.