გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში არაფორმალურ/შავ ბაზრებზე რეგულარულად აქვს ადგილი კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას. ეს ბაზრები კორეელისთვის გადარჩენის წყაროა.
ჩრილოეთ კორეის სახელმწიფო კონტროლზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა 1990-იანი წლების შუაში ჩამოიქცა, რასაც შიმშილობა და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, შედეგად სოციალისტური რეჟიმის ქვეყანაში არაფორმალური სავაჭრო ბაზრები შეიქმნა.
გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშის მიხედვით, ამ ბაზრების დაკანონებაზე უარის თქმა, ჩრდილოთ კორეელებს პოტენციურ დაკავების და სამართალდევნის საფრთხის წინაშე აყენებს. ამის თავის სასარგებლოდ გამოყენებით, კორუმპირებული, დაბალი შემოსავლის მქონე ოფიციალური პირები ადამიანებისგან ქრთამის მიღებას ცდილობენ დაშინების სანაცვლოდ.
გაეროს ანგარიში 214 ჩრდილოეთ კორეელის ინფორმაციას ეფუძნება, რომლებიც რეჟიმს გაექცნენ და სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ.