ფხენიანის ბირთვული პროგრამა კვლავ განხილვის საგანია

გაეროს საგანგებო ელჩის გლენ დევისის განცხადებით, ფხენიანის მუქარის ტონი ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ "არ შეცვლილა". ამის შესახებ მან ჩინელ კოლეგასთან ვუ დეივეისთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ფუ იანგთან პეკინში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამ ფონზე, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სატელიტით გადაღებული უახლესი სურათები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტებზე აქტივობას ასახავს. მათივე ვარაუდით, ფხენიანმა შესაძლოა მეორე რაკეტის გაშვება განახორციელოს. გასულ თვეს რეკეტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა.