ჩრდილოეთ კორეამ მიიღო სამხრეთ კორეის შეთავაზება გაიმართოს მაღალი დონის მოლაპარაკებები. შეხვედრა პანმუნჯომის სოფლის დემილიტარიზებულ ზონაში გაიმართება, რომელიც ორივე მხრიდან გამაგრებულია სამხედრო ტექნიკით.
სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ სეულს აცნობა, რომ ისინი თანხმდებიან სასაზღვრო სოფელში შეხვედრას, რათა განიხილონ მომავალი ოლიმპიური თამაშები და ურთიერთობები სეულსა და ფხენიანს შორის.
ჩრდილოეთ კორეა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ბირთვული რაკეტების გამოცდების შედეგად მოხვდა.